20:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 23:18:43, 739 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას კონტროლი სჭირდება

რუსეთი ტესტავს მეორე ფრონტის რბილ ძალას, რაც არის პროპაგანდა, რაც ხდება რუსების საქართველოში შემოსვლით, რომელსაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სჭირდება კონტროლი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსულად მოლაპარაკე ხალხი სხვა ქვეყანაში არ არის სათანადოდ დაცული, ეს, შეიძლება, გახდეს რუსეთის ჩარევის მიზეზი, მაგრამ აღნიშნავს, რომ მისი აზრით რუსეთს არ აქვს რესურსი და სურვილი იმისა, რომ გამოცადოს კიდევ ერთი ფრონტი საქართველოში.

"ჩვენ შემთხვევაში, ამ მომენტში, არ მგონია, რომ სამხედრო საფრთხე არსებობს - პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ მიმდინარე სამხედრო ოკუპაცია გვაქვს [...] მაგრამ ვფიქრობ, რაც ხდება და რაც მეტად მოხდება, არის ის, რომ რუსეთი ტესტავს მეორე ფრონტის რბილ ძალას, რაც არის პროპაგანდა, რაც ხდება რუსების საქართველოში შემოსვლით, რომელსაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სჭირდება კონტროლი.

უმეტესობა არის ხალხი, რომელიც დღევანდელ რუსეთს გამოურბის, ამიტომ ისინი არ არიან პრო-პუტინისტი მოსახლეობა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვიცით საფრთხე, რომელსაც რუსეთი იყენებს, რომ თუ რუსულად მოლაპარაკე ხალხი არ არის სათანადოდ დაცული, ეს, შეიძლება, გახდეს რუსეთის ჩარევის მიზეზი, მაგრამ კიდევ ერთხელ, ვერ ვხედავ, რომ მას აქვს რესურსი ან სურვილი გამოცადოს კიდევ ერთი ფრონტი დასავლეთის მიმართ საქართველოში, მაგრამ შეუძლია გამოცადოს რბილი ძალის პოლიტიკა, ანუ პროპაგანდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics