|
2023-06-28 18:50:53, 728 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი შოთაძე ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელსა და აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს შეხვდა
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო'სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს - ელჩ ჯეიმს ო'ბრაიენს და კუმარ იერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალურმა პროკურორმა შეხვედრაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების განხორციელების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და დღევანდელი შეხვედრა არის შესაძლებლობა ერთობლივად იქნეს განხილული ამ პროცესში პროკურატურის როლი და არსებული მიღწევები. "გენერალურმა პროკურორმა დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნო სანქციებისთვის თავის არიდების შემთხვევაში, პროკურატურის მხრიდან რეაგირების და გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების მიმართულებით პროკურატურის მიერ გაწეული სამუშაოები. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების შემთხვევების დროს, პროკურატურის ეფექტიან მუშაობას. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი რევაზ ბაღაშვილი, ევროკავშირის, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)