|
2023-06-28 18:09:32, 1025 ნახვა
პოლიტიკა
ო’სალივანი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ აღნიშნულ სანქციებს არ ახორციელებს, იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ გვესმის
"საქართველო, რა თქმა უნდა, არ ახორციელებს აღნიშნულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ეს ასე არ ხდება, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სურს, რომ იქცეს ევროკავშირის წევრად, - ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა "საკმაოდ სერიოზულად აღიქვამს იმ საკითხს", რომ საქართველო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ერთგვარ პლატფორმად არ უნდა იყოს გამოყენებული. "საქართველო, რა თქმა უნდა, არ ახორციელებს აღნიშნულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ეს ასე არ ხდება, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სურს, რომ იქცეს ევროკავშირის წევრად, ამიტომ გვსურს, რომ შეესაბამებოდეს ჩვენს საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ, ასევე, ვიაზრებთ, რა კონკრეტულ სიტუაციაში იმყოფება ამჟამად საქართველო, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რომლის ფარგლებშიც მას უწევს ვაჭრობა რუსეთთან, ამიტომ გვესმის, რატომ არ უერთდება საქართველო სანქციებს", - განაცხადა ო'სალივანმა.
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)