|
2023-06-28 17:19:31, 1090 ნახვა
მსოფლიო
დანილოვი - პრიგოჟინი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, აჯანყების ავტორები კრემლში იმყოფებიან
დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, აჯანყების ავტორები კრემლში იმყოფებიან, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთში შაბათ-კვირას განვითარებული მოვლენები არ იყო სპექტაკლი და აღნიშნავს, რომ სამხედრო მოქმედებამ მსოფლიოს დაანახა, რომ პუტინი არ არის ქვეყნის ლიდერი. "ვერ დაგეთანხმებით, რომ პრიგოჟინის აჯანყება იყო სპექტაკლი, ეს იყო ნამდვილი სამხედრო მოქმედება. ეს იყო სიტუაცია, როდესაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ პუტინი არ არის ქვეყნის ლიდერი. თავად პრიგოჟინი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა... ეს დღეს სავსებით გასაგებია, მისი სურვილი არ იყო, რომ სადმე წასულიყო, მას აშკარად აკონტროლებენ", - განაცხადა დანილოვმა. შეგახსენებთ, 24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა. მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა. გუშინ, 27 ივნისს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში ჩავიდა. The New York Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შესახებ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილემ, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)