|
2023-06-28 10:59:32, 872 ნახვა
მსოფლიო
NY - პრიგოჟინის აჯანყების შესახებ სუროვიკინმა წინასწარ იცოდა
კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შესახებ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილემ, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა. აღნიშნულ ინფორმაციას The New York Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური პირები ასევე აცხადებენ, რომ არსებობს ნიშნები იმისა, რომ პრიგოჟინის მცდელობას, შეეცვალა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ძალის გამოყენებით, შესაძლოა, მხარი სხვა რუსმა გენერლებმაც დაუჭირეს. "აშშ-ის ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრიგოჟინი არ წამოიწყებდა აჯანყებას, თუ არ ეცოდინებოდა, რომ მაღალ თანამდებობებზე მყოფი პირები დახმარებას გაუწევდნენ",- წერს გამოცემა. შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა. შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება". მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად "ვაგნერის" ხელმძღვანელი კი, ბელარუსში გაემგზავრება. დღეს, 27 ივნისს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბელარუსში ჩაფრინდა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)