21:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 17:23:50, 779 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - მსჯავრდებულმა სასჯელი უნდა მოიხადოს და ამაზე იყოს კონცენტრირებული, არ მგონია, სააკაშვილის როლი პოლიტიკაში რამე დადებითს მოიტანს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულმა სააკაშვილმა, პირველ რიგში, სასჯელი უნდა მოხადოს და ამაზე იყოს კონცენტრირებული.

პაპუაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება.

შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის როლი პოლიტიკაში დადებითის მომტანი ვერ იქნება.

„ვფიქრობ, მსჯავრდებულმა, უპირველეს ყოვლისა, სასჯელი უნდა მოიხადოს და ამაზე იყოს კონცენტრირებული, მათ შორის სასჯელსა და მონანიებაზე. არ მგონია, მისი როლი, მათ შორის პოლიტიკაში, რაიმე დადებითს მოიტანს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics