|
2023-06-27 17:10:07, 902 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს - შანდორ პინტერს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში - თამარ ლილუაშვილი. „შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ორმხრივი შეთანხმებების მნიშვნელობას და მათი ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა ასევე, გამოხატეს მზაობა განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. ვახტანგ გომელაურმა უნგრელ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)