|
2023-06-27 13:27:45, 1022 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური ოპოზიციას - რამე ხომ არ გეშლებათ?! - რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც ხართ, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც ხართ [ვიდეო]
რამე ხომ არ გეშლებათ?! არავინ არ აპირებს, რომ იოტისოდენა გაგიტაროთ - რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც ხართ, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც ხართ, ამ ქვეყნის მტრებიც ხართ,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას. როგორც ღუდუშაურმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთუმეს უწოდებს მაშინ, როდესაც თავად "არც სამშობლო და არც ქართველი ხალხი არ უყვარს". "მე ვფიქრობ, რომ დღეს დადგა დრო იმისა, რომ დღეს ქალბატონი სამადაშვილი ბატონ შალვას ეუბნება ბოროტად სარგებლობთო ძალაუფლებითო. საზოგადოებას მინდა ვუთხრა რომ დიახ, რაღაც დოზით ეს ჩვენი ბრალია, რომ თქვენი ზნე-ჩვეულება ვერ წავიკითხეთ. დიახ, ბატონებო, ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენ ამაში შევცდით. არ დაიჯეროთ, რომ ვინმე გაგიტარებთ... სხვა რა უნდა უწოდო, აბა, - ფარჩაკი, ტურა - რა უნდა უწოდო ადამიანს, რომელიც რუსეთუმეს დაგვიძახებს და შემდეგ ადგება და გაიპარება. რამე ხომ არ გეშლებათ?! არავინ არ აპირებს, რომ იოტისოდენა გაგიტაროთ - რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც ხართ, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც ხართ, ამ ქვეყნის მტრებიც ხართ და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ამაზე პასუხს ყოველთვის მოგთხოვთ. როდესაც გაბედავთ იმას, რომ აზრად მოგივიდეთ - თქვე მართლა ტურებო - დააცხრებით როგორმე ამ ქვეყნას გგონიათ და ამ ქვეყანას ისევ დაჯიჯგნით ჩვენ ქართველ, ამაყ, მინდა ვიხმარო სიტყვა ჯიგარი იმიტომ, რომ არც ერთ სხვა ენაზე ეს სიტყვა არ ითარგმნება, თქვენ არ გაქვთ არც ჯიგარი, არც სამშობლო გიყვართ, არც ეს ხალხი გიყვართ და ჩვენ გვეძახით რუსეთუმეებს?! რამე არ შეგეშალოთ. კარგად დაფიქრდით, პოლიტიკურად ანგაჟირებული ცხელი თავები გაიგრილეთ, თუ ამას ვერ იზამთ, ამის საშუალებებიც არსებობს, რომ ეს თავები გაგიგრილოთ",- მიმართა ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)