13:39 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 19:53:44, 853 ნახვა

მსოფლიო
პრიგოჟინი - წავედით პროტესტის დემონსტრირებისთვის და არა ხელისუფლების დასამხობად

კანონიერად არჩეული არსებული ხელისუფლების დამხობის მიზანი არ გვქონია, - ამის შესახებ სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

როგორც პრიგოჟინმა ახსნა, შეტევის შეწყვეტა გამოიწვია ორმა ძირითადმა ფაქტორმა, მისი თქმით “ვაგნერის” დაჯგუფებას, არ სურდა რუსული სისხლის დაღვრა, ხოლო მეორე მიზეზი იყო ის, რომ აღნიშნული ოპერაცია იყო პროტესტის დემონსტრირებისთვის და არა ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად.

„ჩვენი მარში დავიწყეთ უსამართლობის გამო, გზად ჩვენ არ მოგვიკლავს არცერთი სამხედრო ხმელეთზე, სულ რაღაც 200 კილომეტრი გვაკლდა მოსკოვში შესვლამდე. მთლიანად ავიღეთ ქალაქი როსტოვი. გზად მოსახლეობა გვესალმებოდა. არ გვქონია კანონიერად არჩეული არსებული ხელისუფლების დამხობის მიზანი. გავჩერდით, რომ რუსული სისხლი არ დაგვეღვარა. ვაჩვენეთ მასტერკლასი, როგორ უნდა დაწყებულიყო 2022 წლის 24 თებერვლის ოპერაცია, თუ ამ მოქმედებებს შეასრულებდნენ „ვაგნერის“ დონის სამხედროები. მაშინ ოპერაცია სულ რამდენიმე დღეს გაგრძელდებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებულ აუდიო მასალაში პრიგოჟინს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ სად იმყოფება ამჟამად.

შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".

მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.

აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად "ვაგნერის" ხელმძღვანელი კი, ბელარუსში გაემგზავრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics