01:38 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 18:14:45, 845 ნახვა

საზოგადოება
ბაჩალიაშვილის დედის თქმით, სერგო შუბითიძემ ბრალი ზეწოლის შედეგად აღიარა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მისი შვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის მხრიდან ბრალის აღიარების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც ბაჩალიაშვილის დედა აღნიშნავს, სერგო შუბითიძემ ბრალი ზეწოლის შედეგად აღიარა.

მისივე თქმით, ის პროკურატურასთან პერმანენტულ აქციებს გეგმავს, იმ მოტივით, რომ საქმის გამოძიება თავიდან დაიწყოს.

"დააშინეს და ათქმევინეს. რომ დაიჭირეს, მერე აღიარა. რა უნდა ვიფიქრო სხვა, თუ არა, რომ ზეწოლის შედეგად [აღიარა]? თავიანთი სტრუქტურის ადამიანი იყო და იმდენი არ იცოდა, რომ ტელეფონი შეეშალა? თამარ ბაჩალიაშვილზე რომ იყო საუბარი, არ იცოდა?

პერმანენტულ აქციებს გავმართავ და ყოველდღე მოვალ. ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ სერგო შუბითიძის ჩვენების საფუძველზე თავიდან დაიწყონ გამოძიება და თავიდან აღიძრას საქმე", - ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

შეგახსენებთ, სერგო შუბითიძის ადვოკატის თქმით, სერგო შუბითიძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში შეეშალა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 25 ივნისს გავრცელდა.

პროკურატურის ცნობით, შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს.

მანამდე, „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ყოფილი გამომძიებელი აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოება იყო. 

შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა და ამბობდა, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული ყოფილიყო.

თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნული დასკვნით საქმე დაიხურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics