2023-06-26 17:12:55, 1411 ნახვა
ომი უკრაინაში
მალიარი - უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელი რივნოპოლი დაიბრუნეს
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელი რივნოპოლი დააბრუნეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
"თავდაცვის ძალებმა რივნოპოლი ჩვენი კონტროლის ქვეშ დააბრუნეს", - აღნიშნა მალიარმა.
22 ივნისს, გენერალურმა შტაბმა თქვა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს და წინსვლა ორი - რივნოპოლისა და ბელოგოროვკის მიმართულებით გრძელდებოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,