|
2023-06-26 15:38:13, 1142 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე ბრალს აღიარებს
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ბრალს აღიარებს,- აღნიშნულის შესახებ სერგო შუბითიძის ადვოკატმა, დარეჯან ბუცხრიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოს დაცვის მხარე გირაოს გამოყენების შეუამდგომლობით მიმართავს. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ამბობს, რომ მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მას შეეშალა სხვა ტელეფონი და არა პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი. აღკვეთზე ჩვენი პოზიციაა ისაა, რომ რადგან პირი აღიარებს, ნაკლებად მძიმე დანაშაულია, მას ოჯახი ჰყავს, სამი შვილი ჰყავს, ოჯახი ელოდება, არ უნდა იყოს ასეთი მკვეთრი ბრალდების მხარე და თვითონ სასამართლოც გადაწყვეტს, ალბათ. რა თქმა უნდა, გირაოს შევთავაზებთ",- განაცხადა დარეჯან ბუცხრიკიძემ. ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 25 ივნისს გავრცელდა. პროკურატურის ცნობით, შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს. მანამდე, „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ყოფილი გამომძიებელი აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოება იყო. შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა და ამბობდა, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული ყოფილიყო. თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნული დასკვნით საქმე დაიხურა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)