|
2023-06-26 11:40:04, 860 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის მერი - „ვაგნერის“ ამბოხების გამო დაწესებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა
მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში „ვაგნერის” ამბოხების გამო დაწესებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი Telegram-ზე ავრცელებს. მისი თქმით, იხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღებასთან იყო დაკავშირებული. "ჩვენ ვხსნით ყველა შეზღუდვას, რომელიც კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღებასთან იყო დაკავშირებული. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მოსკოველებს სიმშვიდისა და გაგებისთვის",- წერს სობინიანი. შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა. 24 ივნისს, მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის „აჯანყების“ გამო კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა. შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება". მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად "ვაგნერის" ხელმძღვანელი კი, ბელარუსში გაემგზავრება.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)