2023-06-25 15:29:47, 1304 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევში საცხოვრებელ კორპუსზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა
24 ივნისს, უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე ავრცელებს.
კლიჩკოს თქმით, სოლომიანსკის რაიონში, 24-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
მერის ინფორმაციით, მრავალსართულიანი შენობის ნანგრევებზე მაშველები მუშაობას ამ დრომდე განაგრძობენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,