|
2023-06-25 13:33:30, 901 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - წარმოუდგენელია, დღემდე თუ ვერ შეიგნო პრეზიდენტმა - უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელია მთავრობა
რაც შეეხება, უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას და ა.შ. ხომ გაირკვა გუშინ გვიან, რომ ეს ყველაფერი იყო უბრალოდ სისულელე და მეტი არაფერი, მაგრამ ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა ლიდერი - ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას. კობახიძის თქმით, დამტკიცდა, რომ ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი "სისულელეს ითხოვდნენ". „მსოფლიოში არავის მოუწვევია უსაფრთხოების და უშიშროების საბჭო, სისულელე იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ წარიმართა და ამ სისულელეს ითხოვდა გუშინ მთელი ოპოზიცია. პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და მან უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც, გადაწყვეტილებების მიღებაზე ამ თემებთან, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებელია არა პრეზიდენტი, არამედ საქართველოს მთავრობა. წარმოუდგენელია, დღემდე თუ ვერ შეიგნო ეს საქართველოს პრეზიდენტმა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, გუშინ, 24 ივნისს რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევისკენ მოუწოდა. რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, ლიდერები რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვდნენ.
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)