13:40 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-25 12:14:49, 894 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება - ის ბელარუსში გაემგზავრება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება. 

როგორც პესკოვი ამბობს, "ვაგნერი" საველე ბანაკებში ბრუნდება, პრიგოჟინი კი, ბელარუსში გაემგზავრება.

"დილით სატელეფონო საუბარი შედგა პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ლუკაშენკოს შორის. სიტუაცია ახლა კონტროლს ექვემდებარება. ლუკაშენკომ თავად შესთავაზა მოლაპრაკებებში ჩართვა პუტინს. ამან შედეგი გამოიღო და "ვაგნერელებმა" უკან დაიხიეს, დაბრუნდნენ სამხედრო ბაზებზე. სამხედრო ამბოხის გამო, პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება. მიღებულია შეთანხმება, რომ "ვაგნერი" საველე ბანაკებში დაბრუნდება და პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრება. იმის გარანტია, რომ პრიგოჟინი ბელარუსში გამგზავრებას შეძლებს, პრეზიდენტის მიერ მიცემული სიტყვაა",- აცხადებს პესკოვი.

შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".

მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics