|
2023-06-25 11:29:42, 1028 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გუშინ ყველამ ვნახეთ ამჩატებული ოპოზიცია, პრეზიდენტი - მათი მიზანი ქვეყნის ომში გახვევაა
გუშინ, ყველამ ვნახეთ ამჩატებული ოპოზიცია, ესენი იყვნენ: ამჩატებული „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ.- ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებებს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იყო პირდაპირი მოწოდებები "მეორე ფრონტის" გახსნასთან დაკავშირებით, რაც კონკრეტული "ფეისბუქ-პოსტებით" დასტურდება. “როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გააანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე. გუშინ, მოვისმინეთ უამრავი სისულელე, საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე, პირდაპირი მოწოდებები იყო "მეორე ფრონტთან" დაკავშირებით - ეს არის რეალურად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, კოლექტიური ოპოზიციის სახე, რაც ძალიან სამწუხაროა. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები გუშინ რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, გააანალიზოს ყველაფერი, მათ შორის, შეაფასოს ამ ოპოზიციის სახე. პირდაპირი მოწოდებები [მეორე ფრონტის გახსნაზე] შეგვიძლია ამოვიღოთ კონკრეტული "ფეისბუქ-პოსტები", განცხადებები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, იმ პროცესებთან კავშირში, რომელიც გუშინ წარიმართებოდა. იყო მთელი რიგი განცხადებები, რომლებშიც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე - ეს არის ამ ადამიანების სახე. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ მათი მიზანია ქვეყნის ომში გახვევა, "მეორე ფრონტის" გახსნა საქართველოში, ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, როდესაც წამოსცდათ ის, რასაც გულში ინახავდნენ ამდენი ხნის განმავლობაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, 24 ივნისს რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევისკენ მოუწოდა. რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, ლიდერები რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვდნენ.
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)