15:10 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 13:50:04, 835 ნახვა

მსოფლიო
პრიგოჟინი - არ ვაპირებთ პრეზიდენტის მოთხოვნის გამო ჩაბარებას, აღარ გვინდა ტყუილში და კორუფციაში ცხოვრება

არავინ აპირებს პრეზიდენტის, ФСБ-ს ან კიდევ ვიღაცის მოთხოვნაზე ჩაბარდეს, რადგან არ გვსურს რომ ქვეყანა კვლავ ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრობდეს,- ამის შესახებ რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

პრიგოჟინის თქმით, "სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით, პრეზიდენტი [ვლადიმერ პუტინი] ძალიან შეცდა".

"სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ძალიან შეცდა. ჩვენ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ვართ. ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ. "ვაგნერის" ყველა წევრი. ამიტომ არავინ აპირებს პრეზიდენტის, ФСБ-ს ან კიდევ ვიღაცის მოთხოვნაზე ჩაბარდეს, რადგან არ გვსურს რომ ქვეყანა კვლავ ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრობდეს.

როდესაც აფრიკაში ვიბრძოდით, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ აფრიკა გვჭირდებოდა, შემდეგ ის მიაგდეს, რადგან მოიპარეს მთელი ფული, რომელიც დასახმარებლად უნდა წასულიყო. როცა გვეუბნებოდნენ, რომ საჭირო იყო უკრაინასთან ომი, მივდიოდით და ვიბრძოდით. მაგრამ გაირკვა, რომ მთელი საბრძოლო მასალა, შეიარაღება, მთელი ფული, რაც მათთვის არის მინდობილი, ასევე იძარცვება. ჩინოვნიკები კი სხედან, იზოგავენ საკუთარი თავისთვის, სწორედ იმ შემთხვევისთვის, რაც დღეს მოხდა, როცა ვიღაც მოსკოვისკენ მიდის.

ახლა ისინი არაფრის ეკონომიას არ წევენ, გვირტყამენ თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით. კოლონებზე, სადაც მშვიდობიანები მიდიან. შედეგად არტყამენ მშვიდობიანებს, რადგან მიზანს ვერ ახვედრებენ და სადაც ჩამოვარდება, იქ მიაქვთ იერიშები. ამიტომ ჩვენ პატრიოტები ვართ, ისინი კი ვინც დღეს წინააღმდეგობას გვიწევს, არიან ისინი, ვინც ნაძირლების გარშემო შეიკრიბნენ.",- წერს პრიგოჟინი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა.

აღნიშნულს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და განაცხადა, რომ პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვის ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძე - ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics