|
2023-06-24 13:41:42, 1050 ნახვა
მსოფლიო
დანილოვი - ომი რუსეთის შიგნით დასრულდება, ეს პროცესი უკვე დაწყებულია
ომი რუსეთის შიგნით დასრულდება, ეს პროცესი უკვე დაწყებულია,- ასე ეხმაურება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს. დანილოვის თქმით, უკრაინული მშვიდობის ფორმულა ითვალისწინებს 1991 წლის საზღვრებთან მიღწევას და რუსეთის თვითგანადგურების პროცესების დაწყებას. "უკრაინული მშვიდობის ფორმულა ითვალისწინებს 1991 წლის საზღვრებთან მიღწევას და რუსეთის თვითგანადგურების პროცესების დაწყებას. როგორც ომი დაიწყო, ისე დასრულდება - რუსეთის ფედერაციის შიგნით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია",- წერს დანლოვი. შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)