15:10 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 12:35:43, 827 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან სამხედრო აჯანყებას რუსეთში

ევროპის ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ, რომ თვალს ადევნებენ იმას, რაც რუსეთში ხდება. თუმცა, ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული აჯანყების შესახებ უფრო დეტალური კომენტარები ჯერ არ იქნება.

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის სპიკერმა თქვა, რომ ბერლინი „ყურადღებით ადევნებს თვალს“ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს.

„პრეზიდენტი ძალიან ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. ჩვენ ვრჩებით ორიენტირებულნი უკრაინის მხარდაჭერაზე“, - განაცხადეს საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ელისეის სასახლეში.

პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის სამინისტროსთან და მოკავშირეებთან. „ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრის მიღმა მოვლენების მიმდინარეობას მუდმივად აკონტროლებენ“, - დაწერა ანდჟეი დუდამ ტვიტერზე.

ნატოს სპიკერმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ორგანიზაცია ასევე „აკვირდება სიტუაციას“.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ევგენი პრიგოჟინისა და ვაგნერის აჯანყება რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებას უწოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა.

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძე - ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics