22:57 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 12:32:46, 844 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - რუსეთში განვითარებულ მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ

რუსეთში განვითარებულ მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ,- აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა,

კობახიძის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია და სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე.

"რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ. ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს. მეტი არაფერი. ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული, ყველაფერი არის დაცული, ამაზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი სახელმწიფო უწყებები. სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიას მითითება ამასთან დაკავშირებით არ სჭირდება. [საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით?] სისულელეა, სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ",- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა.

აღნიშნულს გამეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია და მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისა და რუსეთთან დროებით საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics