|
2023-06-24 01:33:31, 1192 ნახვა
მსოფლიო
ФСБ სთხოვს ვაგნერელებს დააკავონ პრიგოჟინი, გენერალი სურავიკინი მიმართვას ავრცელებს
ФСБ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური "მოუწოდებს" ვაგნერის მებრძოლებს არ დაემორჩილონ პრიგოჟინის ბრძანებებს და დააკავონ იგი. „მოვუწოდებთ კერძო სამხედრო დანაყოფის მებრძოლებს, არ დაუშვან გამოუსწორებელი შეცდომა, შეწყვიტონ ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება რუსი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულონ პრიგოჟინის კრიმინალური და მოღალატური ბრძანებები და მიიღონ ზომები მის დასაკავებლად“, - აცხადებენ ФСБ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში. ამასთან რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალმა გენერალმა სუროვიკინმა ჩაწერა ვიდეო მიმართვა ვაგნერის მებრძოლებისადმი. „მოგიწოდებთ შეჩერდეთ, მტერი მხოლოდ შიდაპოლიტიკური ვითარების გაუარესებას ელოდება ჩვენს ქვეყანაში. ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში მტრის ხელში თამაში შეუძლებელია. ჩვენ ერთი სისხლიანი ვართ, მეომრები ვართ, მტერი ქვეყანაში შიდაპოლიტიკური მდგომარეობის გაუარესებას ელოდება, მტრის ხელში თამაში არ შეიძლება“. - სამხედრო კორესპონდენტმა რუდენკომ გამოაქვეყნა არმიის გენერალ სერგეი სუროვიკინის მიმართვა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების წაქეზების ფაქტზე. ამის შესახებ TASS და RIA Novosti ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის (NAC) დაყრდნობით იუწყებიან. რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა მოითხოვა, რომ პრიგოჟინმა შეწყვიტოს უკანონო ქმედებები. კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ევგენი პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ როსტოვში ჩავიდა "ვაგნერიტებზე" დარტყმისთვის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას "საინფორმაციო პროვოკაცია" უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)