10:39 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 23:56:42, 1148 ნახვა

პოლიტიკა
კალიურანდი გვარამიას შეწყალებაზე - ქვეყნის პარლამენტისა და მთავრობისთვის მაგალითად უნდა იქცეს

ევროპარლამენტის დეპუტატი, მარია კალიურანდი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც კალიურანდმა აღნიშნა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის პარლამენტისა და მთავრობისთვის მაგალითად უნდა იქცეს.

"საქართველოს პრეზიდენტის გაბედული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,  რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის პარლამენტისა და მთავრობისთვის მაგალითად უნდა იქცეს", - წერს კალიურანდი.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics