|
2023-06-23 19:27:43, 923 ნახვა
პოლიტიკა
ALDE - ნიკა გვარამიას პატიმრობა თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის პრინციპის აშკარა დარღვევა იყო
ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) თანაპრეზიდენტი, ილან კლიუჩუკი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს გამოეხმაურა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა ნიკა გვარამიას პატიმრობა თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის პრინციპის აშკარა დარღვევა იყო. "საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალების ბრძანებას ხელი მოაწერა! ნიკა გვარამიას პატიმრობა თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის პრინციპის აშკარა დარღვევა იყო, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნისთვის და აყვავებული დემოკრატიისთვის", - წერს კლიუჩუკი. შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)