22:56 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 18:42:47, 901 ნახვა

პოლიტიკა
კუბილიუსი - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ შეასრულებს ყველა სანქციას, რომელიც ევროკავშირის მიერ იქნება დაწესებული

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რაც გააკეთა მაგალითად მოლდოვის ხელისუფლებამ, მან უნდა განაცხადოს მკაფიოდ, რომ შეასრულებს ყველა სანქციას, რომელიც დაწესებული იქნება ევროკავშირის მიერ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ის მოთხოვნები, რასაც მისგან ევროკავშირი ითხოვს, მათ შორის სანქციების მიმართულებით.

"ჩვენ ყველანი ვხედავთ სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომელიც რუსული არმიის მიერ სამხედრო დანიშნულების საქონელის ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიღებას ეხება. ახლა ბევრი მონაცემია, რომელიც ადასტურებს, რომ პირდაპირი ექსპორტი რუსეთში შემცირდა 60-70 პროცენტით, მაგრამ პარალელურად, ზუსტად ამდენითვე გაიზარდა ექსპორტი მესამე ქვეყნებში. მე არ ვიცნობ მონაცემებს საქართველოს შემთხვევაში, მაგრამ ბევრი დამოუკიდებელი ორგანიზაციის კვლევით დასტურდება, რომ პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა ყაზახეთში, ყირგიზეთში და შესაძლოა საქართველოშიც და ამ ექსპორტის ზრდა არის ასობით პროცენტით.

ნათელია, რომ ეს დაკავშირებულია რუსეთის ომთან უკრაინის წინააღმდეგ და ეს უნდა შევაჩეროთ. როგორ მოხდება ეს, იქნება თუ არა სანქციები მესამე ქვეყნებისთვის, ამას მომავალში ვიხილავთ. ახლა ევროკავშირში საინტერესო მოვლენები ვითარდება.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რაც გააკეთა მაგალითად მოლდოვის ხელისუფლებამ. მან უნდა განაცხადოს მკაფიოდ, რომ შეასრულებს ყველა სანქციას, რომელიც დაწესებული იქნება ევროკავშირის მიერ. ეს არის ის, რაც ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, რათა მათი პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირის პოლიტიკას, მათ შორის სანქციების მიმართულებით", - განაცხადა კუბილიუსმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics