|
2023-06-23 17:09:48, 975 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - მთავარი რიტორიკული კითხვაა, გვარამიას შეწყალების შემდეგ დავუახლოვდით თუ არა დასავლურ იდენტობას - პასუხი უარყოფითია
მთავარი რიტორიკული შეკითხვა, რომელიც მინდა დავსვა არის ის, რომ ამ ამბის შემდეგ გავხდით, თუ არა არსებითად კარგი ქვეყანა და რეალურად დავუახლოვდით, თუ არა ჩვენს ნამდვილ დასავლურ იდენტობასა და ევროპისკენ დაბრუნების გზას?! - პასუხი, სამწუხაროდ, არის უარყოფითი,- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. ბოკერიას თქმით, ზურაბიშვილის გადაწყვეტილება "დაგვიანებული, მაგრამ სწორი" იყო. "ძალიან კარგია, რომ ნიკა გვარამია თავისუფალია, მაგრამ ქვეყანა არ არის თავისუფალი, სანამ ივანიშვილის რეჟიმი მართავს მას - ეს არის ჩემი და "ევროპული საქართველოს" აზრით ამ ამბის მოკლე შეფასება... ჩვენ გვახსოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების წარსული შემთხვევები, თუმცა ამის შემდეგ ვითარება ქვეყანაში წინ არ წასულა, უფრო მეტიც, ჩვენ გვქონდა საფუძველი გვეფიქრა, რომ ივანიშვილი ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნითა და მის გარეთ მძევლების დახმარებით პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებდა",- აცხადებს ბოკერია. "ევროპული საქართელოს" ლიდერის შეფასებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შეწყალებაზე ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა. "ჩემი აზრით, ოპოზიციის ნაწილის, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ხალხისა და ოპოზიციური მედიის ნაწილის რეაქციაც იყო არაადეკვატური, ვგულისხმობ ამ ნაბიჯზე ყიჟინასა და აღფრთოვანებას და ნაწილობრივ ჩვენს დამუნათებას, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი მაგალითად "ევროპულ საქართველოს", ვინც ვითხოვდით მისგან ამას - ეს აბსურდია, ჩვენ მისგან სწორ რამეს მოვითხოვდით და მან ეს ნაბიჯი გადადგა დაგვიანებით და ამისთვის ბოდიში რატომ უნდა მოვუხადოთ. იმისთვის მოვუხადოთ ბოდიში, რომ 400 დღე უდანაშაულო ადამიანი ციხეში იჯდა? რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდაო, ესეც აბსურდი და სისულელეა. მას შეწყალებული ჰყავს ოქრუაშვილი აპელაციამდე, არა თუ უზენაესამდე, ანუ ასეთი პრეცენდენტი აქვს. ანუ რა გამოდის უზენაესს, რომ მიეღო გვარამიას საქმე, კიდევ თვეები უნდა მჯდარიყო ნიკა?! - ეს არის არასერიოზული, ამიტომ ამ ემოციებში არ უნდა დავკარგოთ საღი აზრი და ფოკუსი. განვმეორდები, ნიკა გვარამია რომ არის თავისუფალი, ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ქვეყანა არ არის თავისუფალი, სანამ მას მართავს ივანიშვილის რეჟიმი და ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს მიმართული ამ პუტინისტური რეჟიმის შეცვლაზე. ცალკე მინდა აღვნიშნო "ნაციონალური მოძრაობის" არადეკვატური რეაქციაც, ზედმეტი ქებით გამოირჩნენ, როგორც ჩანს მათ იმედი აქვთ, რომ სააკაშვილსაც შეიწყალებს, რაც თუ მოხდება, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ოღონდ ეს არის არის დამოკიდებული "ნაციონალური მოძრაობის" ზურაბიშვილისადმი დაყვავებაზე, ისინი თუ ასე ფიქრობენ, ეს გულუბრყვილობაა. ამ შემთხვევაშიც კი, თუ ცალკეული მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები გათავისუფლდებიან, თუ ეს რეჟიმი რჩება და ივანიშვილი ფლობს ძალაუფლებას, ჩვენ არ ვართ თავისუფლების სამშვიდობოს გასული",- ამბობს გიგა ბოკერია. შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)