22:57 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 16:37:31, 924 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი გვარამიას შეწყალებაზე - ეროვნული ინტერესები სააკაშვილის გათავისუფლებასაც მოითხოვს

გვარამიას გათავისუფლება მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისი იქნება - პრეზიდენტისგან ნახევარი ნაბიჯები საკმარისი არაა, ეროვნული ინტერესები სააკაშვილის გათავისუფლებასაც მოითხოვს",-  ამის შესახებ  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა "პასუხისმგებლიანი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება" მიიღო.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ საქართველოსთვის, პრეზიდენტმა მიიღო პასუხისმგებლიანი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და გაათავისუფლა პოლიტპატიმარი გვარამია. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისი იქნება საქართველოსთვის. პრეზიდენტმა იხელმძღვანელა კონსტიტუციით, სახელმწიფოს და ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ინტერესებით.

მოვითხოვთ პრეზიდენტისგან, რომ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯებით შემოფარგვლა არ არის საკმარისი, დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები მოითხოვს ასევე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მან თავის დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა და შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ერთ-ერთი ბრალდების საფუძველი სწორედ კონსტიტუციური დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გახდა. ამიტომ, ამ მხრივაც, მნიშვნელოვანია, თუ პრეზიდენტი სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას. დღეს სრულიად ახალ რეალობაში გაიღვიძა სახელმწიფომ და დარწმუნებული ვარ, ახალი გამარჯვებები, ახალი საეტაპო გადაწყვეტილებები იქნება სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის",- ამბობს ბეჟაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics