|
2023-06-23 12:10:20, 724 ნახვა
საზოგადოება
რა? სად? როდის? ზაფხულის სერია იწყება
ბაზისბანკსა და ელიტარულ ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? ურთიერთპარტნიორობა გრძელდება და ბანკი უკვე მეთერთმეტე წელია, კვლავ დაიცავს ტელემაყურებელთა ინტერესებს. ამ დროის განმავლობაში, ბაზისბანკს ათასამდე გამარჯვებული ტელემაყურებელი ჰყავს დაჯილდოებული ფულადი პრიზებით. 24 ივნისიდან, ყოველ შაბათს, ქართული სატელევიზიო სივრცის ყველაზე აზარტული ინტელექტუალური შოუ, 2023 წლის ზაფხულის სერიით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერს უბრუნდება. შეკითხვის ავტორ ყველა გამარჯვებულ ტელემაყურებელს ბაზისბანკი ფულად პრიზს გადასცემს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სერიის ფინალი ტელემაყურებელთა გამარჯვებით დასრულდება, „ბროლის ბუ“ და 5,000 ლარი ბაზისბანკისგან, საუკეთესო შეკითხვის ავტორს გადაეცემა. „ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ მესამე ათწლეულია ინარჩუნებს პოპულარობას ტელემაყურებელში. პროექტი წელს რიგით 21-ე სეზონს სთავაზობს მაყურებელს და ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივია ქართულ ტელესივრცეში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ პარტნიორ ბაზისბანკს მეგობრობისთვის, რომელიც ჩვენთან ერთად უკვე მეორე ათწლეულია მედგრად იცავს ტელემაყურებელთა ინტერესებს”, - ამბობს პროექტის წამყვანი გიორგი მოსიძე. „ელიტარული ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“ გამორჩეული პროექტია ქართულ სატელევიზიო სივრცეში და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კვლავაც ერთგულად დავიცავთ ტელემაყურებელთა ინტერესებს. კითხვის ავტორებისთვის კი სასიამოვნო სიახლე გვაქვს, თითოეული გამარჯვებული ტელემაყურებელი 24 ივნისიდან, მიიღებს გაზრდილ ფულად ჯილდოს, 800 ლარის ოდენობით. დარწმუნებული ვარ, ზაფხულის სერია ტრადიციულად ძალიან საინტერესო, დაძაბულ და დაუვიწყარ თამაშებს შესთავაზებს ტელემაყურებელს“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თამარ ხადური.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)