|
2023-06-22 22:54:36, 912 ნახვა
პოლიტიკა
მელია გვარამიას შეწყალებაზე - მინდა ვუსურვურვო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება წარსულს ჩაბარდეს
ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდი, მისასალმებელია და არ მერიდება ვთქვა მადლობა იქ სადაც სათქმელია, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს. ნიკა მელიამ საზოგადოებას, პოლიტიკური მართლმსაჯულების წარსულში ჩაბარება უსურვა. "ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდი, მისასალმებელია და არ მერიდება ვთქვა მადლობა იქ სადაც სათქმელია, დარწმუნებული ვარ ქალბატონი ზურაბიშვილისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა ბევრი მიზეზის გამო ადვილი არ იქნებოდა. მე მინდა ვუსურვო ჩემ თავს და საზოგადოებას განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, რომ ძალიან მალე ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩაბარდეს წარსულს", - განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)