10:57 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 15:09:01, 878 ნახვა

პოლიტიკა
ლურჰმანი - ევროკომისიისგან მოვისმინეთ, რომ საქართველოს მთავრობა მოლოდინს ვერ ამართლებს

ევროკომისიისგან მოვისმინეთ, რომ საქართველოს მთავრობა მოლოდინს ვერ ამართლებს,- ამის შესახებ გერმანიის ევროპისა და კლიმატის მინისტრმა, ანნა ლურჰმანმა სტოკჰოლმში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

ლურჰმანის თქმით, საქართველოში პრობლემას კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმების მიმართულება წარმოადგენს.

„საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპულ ოჯახშია. მე უამრავ ქართველს შევხვდი, რომლებსაც მართლა სურთ იყვნენ ევროკავშირში. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კომისიისგან მოვისმინეთ, რომ მთავრობა მოლოდინებს ვერ ამართლებს, რეფორმების ტემპი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. აშკარაა, რომ საქართველოს მოქალაქეები მოითხოვენ მთავრობისგან ამ რეფორმების პრიორიტეტების შესრულებას, არამხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირში ჩამოვიდნენ, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ამით გახდება უფრო თავისუფალი და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ქვეყანა.

ევროკომისიისგან მოვისმენთ უფრო მეტ დეტალს, მაგრამ რაც ვიცით, არის ის, რომ ბევრი პრობლემაა კანონის უზენაესობის და სასამართლოს რეფორმების კუთხით. იყო საუბარი იმის შესახებაც, როგორ ეპყრობიან სამოქალაქო საზოგადოებას.

გერმანიის მხრიდან ნათელია, რომ ჩვენ გვსურს ვნახოთ ევროკავშირში და ნამდვილად ვუჭერთ მხარს ნებისმიერ ადამიანს საქართველოში, ვისაც ამ გზაზე სიარული სურს. აშკარაა, რომ კრიტერიუმები უნდა შესრულდეს, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას“,- განაცხადა ლურჰმანმა.

ცნობისთვის, დღეს 22 ივნისს, შვედეთში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესის შესახებ შუალედურ ზეპირ მოხსენებას მოუსმენენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics