00:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 13:44:56, 621 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქართველო მიიღებს სტატუსს

მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქართველო მიიღებს სტატუსს,- აღნიშნულის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას გაჟღერებული თხოვნის მიხედვით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის“ მიღება დეკემბრამდე გადაიდო.

„პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში ჰქონდა ოფიციალური ვიზიტი. შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ, ითხოვეს, აღნიშნული კანონის მიღება მესამე მოსმენით არ მომხდარიყო. ვითვალისწინებთ ამ თხოვნას, დეკემბრამდე

არ მივიღებთ აღნიშნულ კანონს. დაველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს ქართველი ხალხი მიიღებს დამსახურებულ სტატუსს.

„მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე. თუ რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ეს 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. ჩვენ მოვისმინეთ ევროპაში გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მართლაც იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს. ამჯერად, მინდა მჯეროდეს, რომ დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით არ დაიჩაგრება ქართველი ხალხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics