00:53 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 13:33:01, 654 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით

მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და აქედან გამომდინარე, მას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. არც ხელისუფლება და არც რომელიმე სხვა სუბიექტი არ უნდა ცდილობდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას,-  ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ ახალ ინიციატივას.

კითხვაზე არის თუ არა მოლოდინი, რომ მოსამართლეებს დაუწესდეთ პირადი სანქციები, კობახიძემ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

„მჯერა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სცადეს უხეშად ჩარეულიყვნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარება, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა და ერთგვარი სანქციის დაწესება, ვიზიტზე უარის თქმა,  ეს იყო მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევის პრეცედენტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ უხეშად ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, იმის საშუალებას, ბუნებრივია, სხვასაც ვერ მივცემთ.

ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს 2012 წლამდე. მაშინ იყო მართლმსაჯულება  პოლიტიზებული და ვისაც როგორ უნდოდა, ვგულისხმობ ხელისუფლებას და მათ პატრონებს, ისე ერეოდნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა არის განსხვავებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს იგივე „ნაცმოძრაობას“ და იგივე მათ პატრონებს ვერ მივცემთ საშუალებას ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics