|
2023-06-22 10:54:58, 1346 ნახვა
ომი უკრაინაში
კლევერლი - უკრაინის ნატოში დაჩქარებულ მიღებას ალიანსის ყველა მოკავშირე ემხრობა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი აცხადებს, რომ ნატოს ყველა მოკავშირე მხარს უჭერს გეგმას, რომლის მიხედვითაც, უკრაინას, შვედეთისა და ფინეთის მსგავსად, ალიანსში სწრაფი გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეს. როგორც კლევერლიმ ლონდონში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე თქვა, "მაპის" გარეშე უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსი გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთიც. "იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე თქვა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის ბევრი მოთხოვნა უკვე შესრულდა. მათი შეიარაღებული ძალების რეფორმა კონფლიქტში ჩართულობის დროს მიმდინარეობს და ვფიქრობ, გაერთიანებული სამეფოს პოზიცია ძალიან, ძალიან მხარდამჭერი იქნებოდა წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასვლაზე იმის აღიარებით, რომ შვედეთისა და ფინეთის გაკეთებული შეთავაზება ამას არ მოითხოვდა. უკრაინელებმა ბრძოლის ველზე მათი ქმედებებით გვაჩვენეს თავდადება ნატოს წევრობისთვის საჭირო სამხედრო რეფორმების მიმართ და ვფიქრობ, ნატოს ყველა მოკავშირე აღიარებს ამას",- განაცხადა კლევერლიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)