|
2023-06-21 23:55:25, 823 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - სუროგაციასთან და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მომზადებული
სუროგაცია, დონაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება - სამწუხაროდ წლების განმავლობაში ეს სერვისები იყო უკონტროლო. არ ხდებოდა კონტროლი, თუ ვისი ემბრიონია, ვინაა დონორი და სრულიად სახელმწიფოს კონტროლს მიღმა ხდებოდა ეს პროცესები, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში, ამ მიმართულებით, ერთიანი მონაცემთა ბაზა არ არსებობს. მისივე თქმით, ცვლილებები, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. „დღეს არ არსებობს ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა, ან სახელმწიფოს, რომ წვდომა ჰქონდეს ამ ბაზებთან. ვაღიარებ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს ეხება საქართველოს მოქალაქეებს. ამ უკონტროლო სიტუაციას, კი საბოლოოდ, გარკვეული წვლილი შეაქვს, დემოგრაფიულ პრობლემაში. არის თითქოს საუბარი და სპეკულაცია იმაზე, რომ რაღაც რეგულირდებოდა, თუმცა ეს ასე არაა. საქართველოში, როცა ბავშვი იბადება, მიდიან სამოქალაქო რეესტრში - დედა მამა და რეგისტრირდება აი ამ დონეზე. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ბოლო თვეებში, ბავშვი საქართველოში არც იბადება. როცა გამიზნულია მისი გასხვისება სხვა ქვეყანაში, სუროგატი პირდაპირ იმ ქვეყანაში მიჰყავთ სადაც ბავშვი უნდათ, რომ დაიბადოს. ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ უნდა შეგვესრულებინა. ვფიქრობ, რომ ახლა არის კანონპროექტის სრულყოფილი ვერსია, რომელიც შეჯერებულია დასავლურ გამოცდილებასთან. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მომზადებული ეს კანონპროექტი. ცვლილებით აღნიშნული სევრისებით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)