10:57 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 15:40:54, 913 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - LGBT პროპაგანდას აქვს ფართო მხარდაჭერა - იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნა

სამწუხაროდ, LGBT პროპაგანდას აქვს ფართო მხარდაჭერა, დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული მოთხოვნები, რომ იგივე ბავშვებში LGBT პროპაგანდას დავუჭიროთ მხარი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პროპაგანდა კატეგორულად მიუღებელია მაშინ, როცა ამის ადრესატი არიან ბავშვები.

„სტატისტიკა ვნახეთ, აშშ-ში 18-დან 25 წლადე მოსახლეობის 20% არის LGBT პირი, საფრანგეთში - 22%. არის ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი. თავის დროზე, ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას ვერ ექნებოდა გავლენა ადამიანის ორიენტაციაზე. აღმოჩნდა, რომ ეს არის ტყუილი. რა თქმა უნდა, პროპაგანდას აქვს გავლენა ადამიანების ქცევაზე და სწორედ ამის დადასტურებაა ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა - ამერიკაში 20%, საფრანგეთში 22%, კიდევ მთელი რიგი ევროპული ქვეყნებია, სადაც უფრო მაღალია მაჩვენებელი. ეს შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პროპაგანდა კატეგორულად მიუღებელია, მით უმეტეს, როცა ამ პროპაგანდის ადრესატი არიან ბავშვები. ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში.

ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, LGBT  პროპაგანდას აქვს ძალიან ფართო მხარდაჭერა. დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნები, რომ მაინც და მაინც იგივე ბავშვებში LGBT პროპაგანდას დავუჭიროთ მხარი. ეს ჩვენთვის იქნებოდა მიუღებელი",- განაცხადა კობახიძემ.

"ექსპრესნიუსი" ემიჯნება პოლიტიკოსების ჰომოფობიურ განცხადებებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics