02:10 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 09:32:40, 1371 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის რადაში დაარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ბელარუსს აგრესორ ქვეყნად აღიარებს

უკრაინელი დეპუტატების ჯგუფმა უმაღლეს რადაში დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ბელარუსს აგრესორ ქვეყნად აღიარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ იურჩიშინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ბელარუსი პასუხისმგებელი უნდა იყოს სრულმასშტაბიან ომზე, რადგან მის ტერიტორიას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის იყენებენ.

"ეს ნაბიჯი საჭიროა ბელარუსის რეჟიმის პასუხისმგელობის დასადგენად. ჩვენ გვახსოვს ბელარუსის დახმარება რუსეთის წინააღმდეგ ომში და მადლობელი ვართ კალინოვსკის მებრძოლების, თუმცა ბელარუსი, როგორც ქვეყანა, იურიდიულად პასუხისმგებელი უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებებზე",- განაცხადა იურჩიშინმა.

მედიის ცნობითვე, 16 ივნისს, უკრაინის რადაში დარეგისტრირებული რეზოლუციის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უკრაინის პარლამენტი ბელარუსს აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებს და სხვა მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს იგივე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

"გარდა ამისა, რადა მოუწოდებს მთავრობას, "დაუყოვნებლივ გაწყვიტოს ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობები", ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მინსკის მისამართით სანქციები გააძლიეროს",- წერს მედია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics