|
2023-06-19 22:23:31, 980 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი გვარამიაზე - თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის ბოღმებს უკავშირდება მისი პატიმრობა
გაუგონარი,წარმოუდგენელი აბსურდია ნიკა გვარამიას ბრალი, თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პირად ბოღმებს უკავშირდება მისი პატიმრობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ნიკა გვარამიას პატიმრობაში ყოფნისა და მოშორების მიზეზი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი თავისუფლებაზე ყოფნის პირობებში უამრავი პრობლემა ექმნებოდა. „გაუგონარი,წარმოუდგენელი აბსურდია ნიკა გვარამიას ბრალი, თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პირად ბოღმებს უკავშირდება მისი პატიმრობა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავინ გაუსამართლებიათ იმის გამო, რომ თურმე მეუღლეს კომპანიიდან მისი ავტომობილი ათხოვეს. აქ ცინიზმის მწვერვალი და ცხადია არანაირი გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია არც პირველ ინსტანციაში, არც სააპელაციოში და არც უზენაესში არ მიუღიათ გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსმა ოლიგარქმა - ბიძინა ივანიშვილმა, რომლის პირადი ტყვეც გახლავთ ნიკა გვარამია და ის იმიტომ არის პატიმრობაში, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი თავისუფლებაზე ყოფნის პირობებში ჰქონდა უამრავი პრობლემა და ცხადია ესეთ ადამიანებს ასეთი ფორმით იშორებს რუსი ოლიგარქი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ვთქვათ, რომ არავის არ გაჰკვირვებია მარტივი მიზეზით, როგორც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის დავალებით და ჩვენდა სამწუხაროდ ხანდახან უბრალოდ საუბრობს და მოქმედებაში ეს არ აისახება, იგივე ნაირად ხდება სასამართლოშიც,როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი ხოლო,უბრალოდ ქაღალდზე წერს ე.წ.მოსამართლეთა დასანქცირებული ბანდფორმირების წარმომადგენელი", - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. კერძოდ, 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)