|
2023-06-19 17:20:00, 795 ნახვა
საზოგადოება
ბრუნო მარსის კონცერტის ბილეთებზე „თიბისი“ და Visa მომხმარებელს ფასდაკლებებს სთავაზობენ
1 ოქტომბერს ქართველ მსმენელს დაუვიწყარი გამოცდილება ელოდება - ბრუნო მარსი „Starring Georgia-ს“ ფარგლებში თბილისში კონცერტს გამართავს. მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება. ბრუნო მარსის კონცერტის მთავარი პარტნიორები არიან თიბისი და VISA. კონცერტის ბილეთების გაყიდვა 20 ივნისს დაიწყება. ბილეთების შეძენისას, tkt.ge-ზე და Super App-ში თიბისის ყველა Visa ბარათზე იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო კონცეპტის Visa ბარათზე - 30% -იანი ფასდაკლება Orbit კატეგორიის ბილეთებზე. სხვა სივრცეების ბილეთებზე, კონცეპტის Visa ბარათით ყიდვისას გავრცელდება 20 %-იანი ფასდაკლება. მოსწავლის და სტუდენტური ბარათით გადახდისას იმოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება, რომელიც გავრცელდება 5000 star ring კატეგორიის ბილეთზე. ბრუნო მარსი 15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ამერიკელი მუსიკოსია, რომელიც თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა. ამერიკელი მუსიკოსის, მომღერლისა და მულტი-ინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი „Doo-Wops & Hooligans“ გამოსვლითანავე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა. სტუდიური მუშაობის პარალელურად, ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ „ლაივ“ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო. ბრუნო მარსის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც, R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, მუსიკოსი არც საცეკვაო მუსიკის ტენდენციებს ივიწყებდა. სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნესა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)