13:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 16:43:09, 1341 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი ოკუპირებულ ხერსონში გაეროს ჰუმანიტარული მისიის არ შეშვებაზე - რთულია მათთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი დროებით ოკუპირებულ ხერსონში გაეროს ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლების არ შეშვების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც პესკოვმა განაცხადა, უკრაინის სამხედრო ძალების მხრიდან აღნიშნული ტერიტორიების დაბომბვა ინტენსიურ რეჟიმში ხდება, აქედან გამომდინარე ადგილზე გაეროს წარმომადგენლებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა რთული იქნებოდა.

"უკრაინის მხრიდან მიმდინარეობს მუდმივი დაბომბვა, მუდმივი პროვოკაციები, იბომბება სამოქალაქო ობიექტები, იბომბება ხალხი, მოსახლეობა, ხალხი იღუპება. ასე რომ, აქ ყველაფერი ძალიან რთულია - ძალიან რთულია მათთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს წარმომადგენლების შეშვებაზე, რომლებიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics