13:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 15:03:12, 1243 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი - რუსეთში იძულებით დეპორტირებული 373 ბავშვი დავიბრუნეთ

უკრაინამ რუსეთში იძულებით დეპორტირებული 373 ბავშვი დაიბრუნა,- აღნიშნულის შესახებ ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლმა, დარია გერასიმჩუკმა Interfax-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსეთში იძულებით დეპორტირებული 19 499 ბავშვია, თუმცა მათი რეალური რაოდენობა, შესაძლოა, 200-300 ათასს აღწევდეს.

„ჩვენი გაანგარიშებით, საუბარი შეიძლება იყოს 200-300 ათას ბავშვზე, რომელთა გამოყენებაც მათ შეეძლოთ. რატომ არ ვასახელებთ ზუსტ ციფრს? უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიები ოკუპირებულია. არ არის ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რა შეემთხვათ ბავშვებს. მხოლოდ დასახლებული პუნქტის დეოკუპაციის შემდეგ შეგვიძლია, გვქონდეს ზუსტი ცნობები - არის თუ არა იქ ოჯახი ამა თუ იმ ბავშვით. თუ არ არის, ვიწყებთ ძებნას. 

ძებნა იწყება მას შემდეგ, რაც  ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეროვნულ პოლიციაში, უშიშროების სამსახურში, გენერალურ პროკურატურაში ვამოწმებთ. დეტალური გადამოწმების შემდეგ ინფორმაცია შედის რეესტრში - ეროვნული საინფორმაციო ბიუროში.

ამრიგად, რაც შეეხება 19 499 ბავშვს, გავქვს თითოეულის პერსონალური მონაცემები, ჩვენ ვიცით, ვინ არიან ეს ბავშვები და საიდან გაიტაცეს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიცით სად არიან“,- განაცხადა გერასიმჩუკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics