01:42 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 12:58:46, 792 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა, უშუალოდ იღებდა მონაწილეობას

სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა, უშუალოდ იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ აქვს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.

კალაძის თქმით, სააკაშვილმა თავად ჩააბარა ქართული პასპორტი და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და როცა ყოფილი პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს დგამს, "ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია".

„სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა, ის უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. ვინმეს თვალის ასაფარად იმას თუ აკეთებდნენ, რომ ხაბეიშვილი დაგვისვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ყველა კარგად ხვდება, ვინ არის რეალურად იმ პარტიის შემქმნელი, დამფუძნებელი, თავმჯდომარე, რიგითი წევრი თუ ასე შემდეგ. ასე რომ, ეს ყველაფერი ცხადი და ნათელია. სააკაშვილი არასდროს ყოფილა დაშორებული ქართული პოლიტიკიდან. პირიქით, ყოველთვის იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს ამის უფლება, რადგან არ არის საქართველოს მოქალაქე. მან თავად ჩააბარა ქართული პასპორტი და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია, როცა ყოფილი პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს დგამს. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს",- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით "არანაირი პრობლემა არ ჰქონია" და ამ თემას  ქვეყნის ინსტიტუციების წინააღმდეგ იყენებდნენ.

„თუ ვინმეს ეპარებოდა ეჭვი, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა პრობლემას წარმოადგენდა,  რწმუნდება, რომ ეს იყო დიდი სიცრუე ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური კამპანია იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ - იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სისტემა. რეალურად, მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. მკურნალობის თვალსაზრისით მას  ყველანაირი შესაძლებლობა გააჩნდა, რადგან ჩვენთვის ყველა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე მნიშვნელოვანია“,- დასძინა კალაძემ.

შეგახსენებთ, 16 ივნისს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, აპირებს აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics