|
2015-02-09 17:38:54, 2410 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 16 თებერვლიდან გაამკაცრებს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ძალაში 16 თებერვალს შევა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, სანქციების ამოქმედების თარიღი, მინსკში დაგეგმილი ოთხმხრივი მოლაპარაკებების გამო გადაიდო. „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მათი ამოქმედება მინსკში დაგეგმილი ოთხმრივი მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული“,-განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა. შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს მინსკში ოთხმხრივი მოლაპარაკება იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)