13:17 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 10:37:03, 1282 ნახვა

ომი უკრაინაში
მალიარი - ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით უკრაინამ 8 დასახლება გაათავისუფლა

ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ორკვირიანი შეტევითი ოპერაციების განმავლობაში უკრაინამ 8 დასახლება გაათავისუფლა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

მისივე თქმით, კვირას რუსეთის სამხედრო ძალებმა დიდი დანაკარგი განიცადა, კერძოდ,  ყველა მიმართულებით 4 600-ზე მეტი რუსი სამხედრო ან დაიღუპა ან დაიჭრა, 80-ზე მეტი სამხედრო კი უკრაინამ ტყვედ აიყვანა. 

"ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ორკვირიანი შეტევითი ოპერაციების განმავლობაში უკრაინამ 8 დასახლება გაათავისუფლა: ნოვოდარივკა, ლევადნე, სტოროჟევა, მაკარივკა, ბლაგოდატნე, ლობკოვო, ნესკუჩნე, პიატიხატკი. ტავრიის მიმართულებით უკრაინა მტრის სიღრმეში 7 კმ-მდე დაწინაურდა. სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრია. ტაურის მიმართულების თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობა გრძელდება", - განაცხადა მალიარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics