11:23 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-17 17:27:07, 1127 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია

პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიმ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის არსებობა არ უნდა დაუშვან.

"წავიკითხე ზოგიერთი ანგარიში. მე არ ვარ სრულად ინფორმირებული იმაზე, თუ რა მოხდა და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს ამას გამოიძიებენ. თუმცა რისი თქმაც შემიძლია ხმამაღლა და მკაფიოდ ისაა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არაა მისაღები, ეს მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და იმედი მაქვს, საქართველოში სიტუაცია არასდროს გაუარესდება იმ წერტილამდე, სადაც იარსებებს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა. ეს არ უნდა დაუშვათ", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან თვალის არეში დაზიანება მიიღო.

ამის შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლებას" პარტიამ გაავრცელა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ ბორჯომში, იმ სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა, რომლებიც შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და აგრესიით გამოირჩევიან.

როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი იმუქრებიან და აცხადებენ, რომ თუ საღამომდე არ დატოვებენ ადგილს უარესს დამართებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics