|
2023-06-17 15:07:12, 1512 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარს შეხვდნენ
აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი პეტ უილსონი, რომელიც საქართველოს შტატის გუბერნატორის ბრაიან პ. კემპის ვიზიტის ფარგლებში ეწვია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებს - გენადი არველაძესა და ირაკლი ნადარეიშვილს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველო დიდად აფასებს აშშ-ს მუდმივ მხარდაჭერას და აქტიურ ნაბიჯებს დგას ამ პარტნიორობის, მათ შორის, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების კიდევ უფრო გაზრდისა და გაფართოებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკის მხარდაჭერის პროგრამების როლს ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის არის ვაჭრობა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, კომუნიკაციები, ინოვაციები და ა.შ. ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაზეც მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი და იმ სარგებელის განხილვა იყო, რაც შეიძლება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ორივე ქვეყანას მოუტანოს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა პეტ უილსონს გააცნეს ის პროგრესი, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია და რაც, მათ შორის, დადასტურებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებით. ქართული მხარის განცხადებით, საქართველო არის ერთ-ერთი სახელმწიფო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის რეგიონში, რომელსაც აქვს ისეთი ინსტიტუტები, ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნეს კლიმატი, რაც აუცილებელია შეერთებულ შტატებთან ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმებისთვის. შესაბამისად, ირაკლი ნადარეიშვილისა და გენადი არველაძის შეფასებით, საქართველო შესანიშნავი დასაყრდენი და ერთგვარი კარიბჭეა აშშ-ს ბიზნესისთვის ფართო რეგიონში შესასვლელად, მათ შორის ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, EFTA-ს, ჩინეთის და სხვა უდიდეს ბაზრებზე. ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ფარგლებში ასევე ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების მნიშვნელობას. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ავიაციის სფეროში ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება, რაზეც სხვადასხვა დონეზე გაიმართა არაერთი შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, პროცესი კომპლექსურია და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მჭიდრო კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან. პეტ უილსონმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა და დადებითად შეაფასა ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)