|
2023-06-16 09:26:16, 1281 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - უკრაინასა და NATO-ს შორის ურთიერთობის ახალი ფორმატი, შესაძლოა, ვილნიუსის სამიტიდან დაიწყოს
უკრაინასა და NATO-ს შორის ურთიერთობის ახალი ფორმატი, შესაძლოა, ვილნიუსის სამიტიდან დაიწყოს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. რეზნიკოვის თქმით, შეხვედრები ამ ფორმატში წინა წლებში უნგრეთის ვეტოს გამო არ ტარდებოდა. „დღეს ძალიან ეპოქალური მოვლენა მოხდა. დღეს, 2016 წლის შემდეგ პირველად, შედგა უკრაინა-ნატო-ს კომისიის შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე, ყველა მათგანის მონაწილეობით“,- განაცხადა რეზნიკოვმა. ამასთან, რეზნიკოვი იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრების დონეზე შეხვედრები უკვე „უკრაინა-ნატოს საბჭოს“ ფორმატში იქნება. „უკრაინისა და NATO-ს თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრა, იმედი მაქვს, ვილნიუსიდან, ან ვილნიუსის შემდეგ, უკრაინა-ნატოს საბჭოს ფორმატში გაიმართება. ეს მოხდება მაშინ, როდესაც უკრაინა ჯერ კიდევ არ იქნება NATO-ს წევრი, მაგრამ უკვე იქნება თანაბარი პირობებით ყველა კომიტეტში, ყველა წარმომადგენლობით შეხვედრაზე, კითხვების დასმის უფლებით, რომლებიც გაწერილია ხელშეკრულებებში“,- დასძინა რეზნიკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)