|
2023-06-15 23:08:36, 1144 ნახვა
მსოფლიო
აფრიკის ქვეყნები შესთავაზებენ მსოფლიოს, პუტინის დაპატიმრების ორდერის შეჩერებას
აფრიკის ლიდერები გეგმავენ შესთავაზონ მსოფლიოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გაუქმდეს, რომელიც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა. ასეთი ღონისძიება შეიძლება ჩაითვალოს უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების ორგანიზების ინიციატივაში. - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. სააგენტოს ჟურნალისტები გაეცნენ გეგმის პროექტს, რომელიც აფრიკელ ლიდერებს სურთ შესთავაზონ პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილეებს შორის „ნდობის ჩამოყალიბების მიზნით“. სიაში შედის წინადადებები ბელორუსის ტერიტორიიდან რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გაყვანის, რუსული ჯარების გაყვანისა და მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმის შემსუბუქების შესახებ. გარდა ამისა, შემოთავაზებულია „უპირობო“ ზომების შემოღება უკრაინული და რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტისთვის. აფრიკის ლიდერების მისია პარასკევს კიევს, შაბათს კი მოსკოვს გეგმავს ჩასვლას, სადაც ისინი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შეხვდებიან. დელეგაციას ხელმძღვანელობენ სენეგალის პრეზიდენტი მაკი სალი და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი კირილ რამაფოზა, მასში შედიან კიდევ რამდენიმე აფრიკის სახელმწიფოს ლიდერები და ეგვიპტის პრემიერ მინისტრი. გეგმა ითვალისწინებს, რომ სამშვიდობო ინიციატივის პირველ ნაბიჯებს შეიძლება მოჰყვეს შეთანხმება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს მოლაპარაკებები რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადრე მიესალმა აფრიკის ქვეყნების სამშვიდობო ინიციატივას. თუმცა, მისმა პრესმდივანმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსი მოიწვევს აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებს, შეუერთდნენ უკრაინის სამშვიდობო ფორმულას, რომელიც რეალურად აფიქსირებს რუსეთის კაპიტულაციას. მოსკოვი აცხადებს, რომ მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამტკიცებს, რომ ასეთი წინადადებები კიევში მხარდაჭერას ვერ პოულობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)