|
2023-06-15 20:08:11, 1042 ნახვა
მსოფლიო
სიიარტო - უნგრეთის ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილება რუსეთიდან იმპორტის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია
უნგრეთის ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილება რუსეთიდან იმპორტის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია, - ამის შესახებ სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. როგორც სიიარტომ აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ მომავალი ზამთარი რუსული ენერგორესისტების მიწოდების შეზღუდვის გათვალისწინებით უფრო რთული იქნება. „იმისთვის, რომ ევროპაში ენერგომიწოდების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვემზადოთ მომავალი ზამთრისთვის და მზადება რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ. რატომ? იმიტომ, რომ მომავალი ზამთრისთვის მზადება იქნება უფრო რთული და გამოწვევებით სავსე, ვიდრე წინა ზამთრისთვის მზადება იყო. რადგან გასულ წელს სექტემბრამდე ევროპაში ხდებოდა რუსული გაზის მნიშვნელოვანი რაოდენობით მიწოდება. ახლა, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად ნულზეა, ჩვენი ქვეყნის გარდა. ამასთან ერთად, ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ ეს ზამთარი ასეთივე მსუბუქი იქნება, როგორც გასულ წელს“, - განაცხადა სიიარტომ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)