08:35 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 16:44:33, 710 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ჭიათურის გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა.

იოსელიანის თქმით, აქციის მონაწილეები რადიკალურად არ არიან განწყობილი და მზად არიან დათმობისთვის, თუმცა იმავეს ითხოვენ მეორე მხარისგან.

„პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, ის არის რომ უკვე მეოთხე დღეა ადამიანები შიმშილობენ და დღემდე ადგილზე არ არის ექიმი, რომელიც მოშიმშილეთა  ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუწევდა მონიტორინგს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია აქ მიმდინარე მოვლენები, ვინაიდან საქმე ეხება ერთ-ერთ ძირითად ადამიანის უფლებას - შრომის უფლებას. ჩართულები ვართ პროცესში და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს. აქციის მონაწილეები არ არიან რადიკალურად განწყობილნი და მზად არიან, წავიდნენ გარკვეულ დათმობებზე; თუმცა, ამავე დროს მეორე მხარესაც მოუწოდებენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს, რათა მხარეთა პოზიციები მაქსიმალურად იყოს დაახლოებული და დასაქმებულთა შრომისა და უსაფრთხოების პირობები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს,“ - განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე 6 ივნისს, ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, ხოლო 13 ივნისს, მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. 

მაღაროელების მთავარი მოთხოვნებია:

  • ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით;
  • ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება, შრომის უსაფრთხოების დაცვა;
  • აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება;
  • სადაზღვევო კომპანიის შეცვლა;
  • საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა;
  • ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics