|
2023-06-15 15:03:58, 663 ნახვა
საზოგადოება
„თიბისისა“ და Glovo-ს პარტნიორობა Tbilisi Open Air-ზე გრძელდება
„თიბისი“ და Glovo, პარტნიორობის ფარგლებში, Tbilisi Open Air-ზე მისულ ადამიანებს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიან. Glovo, წელს მესამედ უერთდება Tbilisi Open Air-ს და მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ფესტივალის დღეებში, 23-24-25 ივნისს, რიგში დგომის გარეშე ნებისმიერი სასურველი საკვები თუ სურსათი Glovo-ს აპლიკაციის დახმარებით მარტივად შეუკვეთონ. „თიბისი“ კი, Glovo-ს აპლიკაციაში „თიბისის“ ნებისმიერი ბარათით გადახდისას მომხმარებელს თანხის 25%-ის დაბრუნებას სთავაზობს, რომელიც Glovo-ს ანგარიშზე ავტომატურად, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში აისახება. ტოპ მომხმარებლები, რომლებიც ყველაზე მეტად იაქტიურებენ ფესტივალის ფარგლებში, დამატებით დასაჩუქრდებიან Glovo-სგან სხვადასხვა პრიზით. ფესტივალის ფარგლებში, Glovo-ს აპლიკაციაში შესულ მომხმარებლებს დახვდებათ ერთი მთავარი კატეგორია, Tbilisi Open Air, სადაც თავს მოიყრის მხოლოდ ფესტივალზე წარმოდგენილი კვებისა და სურსათის ობიექტები. მომხმარებლები მარტივად შეძლებენ, ამ კატეგორიიდან სასურველი პროდუქტების შეკვეთას. მომხმარებელს შეკვეთის მიღების ორი ვერსია ექნება: 1) საკვები ობიექტიდან გატანა ე.წ. Pick Up, ანუ თვითმომსახურება. სასურველ კვების ობიექტში შესვლისას მთავარია, რომ მომხმარებლებმა აირჩიონ takeaway სერვისი delivery–ს ნაცვლად და ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე მიიღონ სასურველი პროდუქტი. ამის შემდეგ, აპლიკაციაში მიუვათ შეტყობინება, რომ მათი შეკვეთა მზადაა, მოუწევთ კვების ობიექტთან მისვლა და რიგში დგომის გარეშე მიიღებენ გამზადებულ შეკვეთას. 2) ალბათ, მომხმარებლებისთვის Glovo წარმოუდგენელია მიტანის სერვისის გარეშე, შესაბამისად, აუცილებლად იქნება ხელმისაწვდომი delivery service-იც. ამ იდეას დადებითი გამოხმაურება უკვე მოჰყვა კომპანიების მხრიდანაც და რამდენიმე მსხვილი კომპანია ამ შესაძლებლობას იყენებს თანამშრომლებისათვის დამატებითი ბენეფიტის შესაქმნელადაც. შესაბამისად, Glovo-მ კომპანიებსაც გაუმარტივა თანამშრომლებზე ზრუნვის პროცესი. მომხმარებლებისთვისა და ფესტივალის სტუმრებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, „თიბისი“ და Mastercard-ი დამატებით შეთავაზებასაც აანონსებენ. ფესტივალზე წარმოდგენილ ყველა ობიექტში „თიბისის“ ნებისმიერი Mastercard ბარათით გადახდისას მომხმარებელი ანგარიშზე თანხის 20%-ს დაიბრუნებს. „თიბისი“ უკვე მრავალი წელია Tbilisi Open Air-ის მხარდამჭერია. Glovo-სა და „თიბისის“ კი ექსკლუზიური პარტნიორობა 2022 წლის სექტემბრიდან აკავშირებთ.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)